პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ასპარეზობა დაიწყო.

60 კგ წონით ძიუდოისტთა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა იოჰან ჰერერას ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ზურაბ ზურაბიანი ალჟირელ იშაკ ოულდკუიდერს შეხვდება. მან მეოთხედფინალში უკრაინელ დავით ხორავას სძლია