დღეს, სტამბოლში, მოჭიდავეები პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.
ასპარეზობის პირველ დღეს საჭიდაო ხალიჩებზე კლასიკური სტილით მოჭიდავეებს ვიხილავთ. ისინი 60-67-77-87-97-130 კგ წონით კატეგორიებში იჭიდავებენ და თითოეულ წონაში სამ-სამი საგზურს გაითამაშებენ.
საქართველოს ამ დროისთვის ლიცენზია მხოლოდ 97 კგ წონაში აქვს მოპოვებული, სხვა წონებში კი ბოლო შანსს გამოყენებას ფრიდონ აბულაძე, რამაზ ზოიძე, იური ლომაძე, ლაშა გობაძე და იაკობ ქაჯაია შეეცდებიან.
60 კგ წონით კატეგორიაში საგზურისთვის 28 სპორტსმენი იჭიდავებს. ფრიდონ აბულაძე ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაებმება და პოლონელ მიხალ ტრაჩს და ნაგალანდის ოლიმპიური ასოციაციის წარმომადგენელ ჯოშ ფაილაუგას შორის გამარჯვებულ შეხვდება.
67 კგ წონით კატეგორიაში 31 მოჭიდავე იბრძოლებს სამი საგზურისთვის. რამაზ ზოიძე საკვალიფიკაციო წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და მეტოქედ ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე პეტერბურგში მცხოვრები ჩეჩენი ასლან ვისაიტოვი ეყოლება.
77 კგ წონაით კატეგორიის განაცხადში 33 სპორტსმენია. იური ლომაძე მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყებს ჭიდაობას და მეტოქედ დანიელი ოლივერ მარკო კრიუგერი ეყოლება.
87 კგ წონით კატეგორიაში 30 სპორტსმენი იჭიდავებს. ლაშა გობაძე საკვალიფიკაციო წრიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. მას მეტოქედ კუბელი დანიელ გრეგორიჩ ჰეჩავარია ეყოლება.
130 კგ წონაში საგზურისთვის 21 მოჭიდავე იბრძოლებს. იაკობ ქაჯაია მერვედფინალიდან დაიწყებს ჭიდაობას და მისი მეტოქე ფინელი მატი ელიას კუოსმანენი იქნება.
ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს სამ წონით კატეგორიაში აქვთ მოპოვებული პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური, კიდევ სამ წონაში საგზურის მოსაპოვებლად კი რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე და ვლადიმერ გამყრელიძე იჭიდავებენ.
57 კგ კატეგორის განაცხადში 27 მოჭიდავეა. რობერტ დინგაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთვება და ირანელ ალირეზა ნოსრატოლა სარლაკს და სიმონე ვინჩენცო პიდოლუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
74 კგ წონით კატეგორიაში 36 სპორტსმენი იჭიდავებს. ავთანდილ კენჭაძე მეთექვსმეტედფინალში კენიელ მათაილა მაჰაბილას შეხვდება. ბადეში მის მხარესაა იტალიელი ფრენკ ჩამიზო. სავარაუდოდ ისინი ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდებიან.
86 კგ წონით კატეგორიაში 32 სპორტსმენი შეეცდება ოლიმპიური თამაშების სამი საგზურის მოპოვებას. ვლადიმერ გამყრელიძე მეთექვსმეტედფინალში შვეიცარიელ შტეფან რაიმუთს შეხვდება.