პარიზში, ძიუდოისტთა გრან სლემზე, 60-66-73 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები ასპარეზობენ
პარიზის გრანდ სლემის 60-66-73 კგ წონით კატეგორიებში განაცხადში მყოფი ოთხი ძიუდოისტიდან ერთი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატამზე, სავარაუდოდ, ტრავმის გამო არ გასულა, სამი სხვა სპორტსმენიდან ორი კი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა.
66 კგ წონაში მოასპარეზე 19 წლის გიგაურმა წარმატებით გაიარა პირველი ორი წრე პულის ფინალში გასასვლელი ორთაბრძოლა კი გამოცდილ აზერბაიჯანელ ძიუდოისტთან, მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერთან, რუსლან პაშაევთან იპონით წააგო.
ამავე წონაში ვაჟა მარგველაშვილი ბრიტანელ ჩარლი იანგთან დამარცხდა.
73 კგ წონაში გიორგი ჩიხელიძემ ესპანელ ანტონ შუჰალიევთან დათმო შეხვედრა.




