საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-2 ტურის შეხვედრები დაიწყო.

რენში, „როაზონ პარკზე“, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ თავის უხერხულ მეტოქეს, ადგილობრივ „რენს“ სტუმრობდა.

მასპინძლები პირველ ნახევარში სტუმართა აშკარა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ.

შესვენებაზე ლუის ენრიკეm უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია (flashscore - 6.4) ფერან ტორესით და მიკა გორტსით შეცვალა, მე-60 წუთზე ჟოაო ნევეშის და ზაირის ემერის ნაცვლად მინდორზე ფაბიან რუისი და აკლიუში შეუშვა, 69-ე წუთზე კი ვიტიანიას უხმო სკამზე  და მის ნაცვლად თამაშში ლუკას ბერალდო ცართო. ამ ყველა ცვლილებას თამაშის ხარისხის გაუმჯობესება არ მოჰყოლია და პარიზელები მეორე ტაიმში უფრო ნაკლებად შეწყობილები ჩანდნენ, ვიდრე პირველში. თუმცა, 71-ე წუთზე ფერან ტორესმა ერთი გოლი გაქვითა, პარიზელებმა უფრო მშვიდად და მეთოდურად შეუტიეს და 82-ე წუთზე ისევ ფერან ტორესმა გამოიჩინა თავი.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „რენმა“ აქტივში ჩემპიონთან ფრე ჩაიწერა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, flashscore-ს ვერსიით, ფერან ტორესი (შეფასება 8.2) გახდა.