ავსტრიის და გერმანიის ბუნდესლიგებში მორიგი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ფინალური ტურნირის მე-2 ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა" სახლში „რაპიდი“ დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore - 7,1) შეხვედრა სრულად ჩაატარა
შტურმი“ - „რაპიდი“ 2:0(1:0)
გოლები: 18' ვილიამ ბოვინგი 1:0, 90' ლევონ გრგიჩი 2:0
გერმანიის ბუნდესლიგის ოცდამერვე ტურის მატჩში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ახლოს იყო საკუთარ მინდორზე ერთ-ერთ ლიდერთან ქულის მოპოვებასთან, თუმცა 90+1 წუთზე გაუშვა გოლი და დამარცხდა.
ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრა კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა.
„ჰაიდენჰაიმი“ - „ლევერკუზენი“ 0:1(0:0)
გოლი: 90+1' ემელიანო ბუენდია