ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების ფინალური ტურნირის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა" გასვლაზე „ზალცბურგი“ დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა.
ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო (Flashscore 8,5) 48-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე, როდესაც გუნდი უმცირესობაში იყო დარჩენილი, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
„ზალცბურგი" - „შტურმი“ 1:2(1:0)
გოლები: 26' ადამ დაგჰიმი 1:0, 48' ოთარ კიტეიშვილი, თერტთმეტმეტრიანიდან, 1:1, 70' ოთარ კიტეიშვილი 1:2
გაძევება: 63' გრეგორი ვუტრიხი („შტურმი“, წითელი ბარათი)
მიხეილ აბაიშვილი