ავსტრიის ბუნდესლიგაში 25-ე ტურის შეხვედრები დასრულდა
ოთარ კიტეიშვილის და გიზო მამაგეიშვილის “შტრუპმმა“ გასვლაზე, ვენაში“ „რაპიდს“ სძლია და მდევართა ტრიუმვირატთან 4 ქულით დაწინაურდა.
გიზო მამაგეიშვილი (Flashscore - 6,0) სასტარტოში იყო. ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore - 6,6), „რაპიდის“ კაპიტნის, მატიას ზაიდლის, თქმით, „არაჩვეულებრივმა და შესაძლოა, ლიგის საუკეთესო მოთამაშემ“, რომელსაც „შეუძლია მარტომ შეცვალოს თამაშის მიმდინარეობა“, სასტარტოში ტრავმის გამო ვერ მოხვდა და მინდორზე ბურთის დასაჭერად და ტემპის დასაგდებად 73-ე წუთზე შევიდა მამაგეიშვილის ნაცვლად.




