„მანჩესტერ სიტის" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი როდრიგო ერნანდეს კანკატე ოქროს ბურთი 2024-ის მფლობელი გახდა
„ფრანს ფუტბოლის" მიერ დაწესებული "ოქროს ბურთის" გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი როდრი გახდა.
მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები მადრიდის „რეალის" ფეხბურთელებმა, ვინისიუს ჟუნიორმა, ჯუდ ბელინგემმა და დანიელ კარვახალმა დაიკავეს. მეხუთ „მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი იყო.
ათეულში მოხვდნენ კილიან მბაპე, ლაუტარო მარტინესი, ლამინ იამალი, ტონი კროსი და ჰარი კეინი
აღსანიშნავია, რომ საზეიმო ცერემონიალს არ დაესწრნენ ვინისიუს ჟუნიორი, რომელსაც გამარჯვებას სპეციალისტთა უმეტესობა უწინასწარმეტყველებდა და მასთან ერთად, მადრიდის „რეალის" დელეგაცია ჯუდ ბელინგემის, ფედერიკო ვალვერდეს და ანდრეი ლუნინის შემადგენლობით. მათ გამარჯვებულის ვინაობის შესახებ ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყვეს და პროტესტის ნიშნად პარიზში გამგზავრებაზე უარი თქვეს.
როდრი 1960 წლის შემდეგ პირველი ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბურთის" მოპოვება შეძლო. 1960 წელს „ოქროს ბურთის" მფლობელი ლუის სუარესი („ბარსელონა") იყო.
როდრი 2008 წლის ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია 2008 წლის, რომელმაც „ოქროს ბურთი" მოიპოვა. 2008 წელს „ოქროს ბურთი" მოიპოვა „მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ.
როდრი „მანჩესტერ სიტის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც „ოქროს ბურთი" გადაეცა.
სხვა ნომინაციებში საუკეთესოები გახდნენ:
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი („ბარსელონა"). მან ტიტული ზედიზედ მეორედ დაიმსახურა;
21-წლამდელთა შორის საუკეთესო ფეხბურთელი („ტროფეი კოპა") - ლამინ იამალი („ბარსელონა");
საუკეთესო ბომბარდირი („ტროფეი გერდ მიულერი"): ჰარი კეინი („ბაიერნი") და კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი", „რეალი");
საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა ფეხბურთში („ტროფეი იოჰან კრუფი") - კარლო ანჩელოტი („რეალი");
საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში („ტროფეი იოჰან კრუფი") - ემა ჰეიზი (ლონდონის „ჩელსი"/აშშ-ის ნაკრები);
საუკეთესო გუნდი მამაკაცებში - მადრიდის „რეალი";
საუკეთესო გუნდი ქალებში - „ბარსელონა"
საუკეთესო მეკარის („ტროფეი ლევ იაშინი") ნომინანტთა შორის იყო „ვალენსიას" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი. მან საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი ზედიზედ მეორედ გახდა „ასტონ ვილას" და არგენტინის ნაკრების მეკარე ემელიანო მარტინესი.