პარიზში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ასახულია ღია ცის ქვეშ მძინარი ოლიმპიური ჩემპიონი 100 მეტრზე ზურგით ცურვაში, იტალიელი ტომას ჩეკონი.

იტალიელი მოცურავე, მსოფლიო რეკორდსმენი 100 მეტრზე ზურგით ცურვაში და 100 მეტრზე ესტაფეტაში, პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი 100 მეტრზე ცურვაში და ბრინჯაოს მედლის მფლობელი 100 მეტრზე ესტაფეტაში, ტომას ჩეკონი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

იტალიელ მოცურავეს, ოლიმპიური სოფლის პარკში, სკამის წინ, ბალახზე გაშლილ პირსახოცზე წამოწოლილს და მძინარს, ვიდეო გადაუღო და გამოაქვეყნა ოლიმპიელმა საუდის არაბეთიდან, ნიჩბოსანმა ჰუსეინ ალირეზამ.

ვიდეოს გავრცელებამდე, ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების გარდა ტომას ჩეკონიმ ყურადღება თავის მომხიბლავი გარეგნობით და კიდევ უფრო მეტად ოლიმპიურ სოფელში არსებული პირობების კრიტიკით მიიქცია.










ოლიმპიურ სოფელში არ არის კონდიციონერი, ცხელა, საკვები ცუდია. ბევრი სპორტსმენი ამ მიზეზის გამო საცხოვრებლად სხვაგან გადადის. ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ. ეს არის რეალობაა, რომელიც, შესაძლოა, ყველამ არ იცის. იმედგაცრუებული ვარ ფინალში რომ ვერ გავედი. აქ ყოფნა ძალიან დამქანცველია. მიჭირს ძილი ღამითაც და დღითაც. მე მართლა ვებრძვი სიცხეს და ხმაურს, - განაცხადა ჩეკონიმ მას შემდეგ, რაც 31 ივლისს 200 მეტრზე ბრასით ცურვაში საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა და და ფინალში ვერ გავიდა.

ვიდეო წარწერით, დაისვენე დღეს, გაიმარჯვე ხვალ, ვირუსულად ვრცელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от INF (@informaplusbr)