ვენაში ATP 500-იანი ტურნირის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეთექქსმეტედფინალში ავსტრიელი იური როდიონოვი დაამარცხა და მერვედფინალში ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - იური როდიონოვი 7:6(7:3), 6:1
მერვედფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა სარეიტინგო ყულაბას 50 ქულა შემატა და ამ მომენტისთვის 681 ქულით 85-ე ადგილს იკავებს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




