მილანის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში გუნდური პირველობის ფინალურ ეტაპზე დასრულდა შეჯიბრება ბოლო დისციპლინაში, კაცთა თავისუფალი პროგრამაში.
ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამით ასპარეზობა 154,79 ქულით დაასრულა, მე-5 ადგილი დაიკავა და გუნდს 6 ქულა მოუტანა.
1. ილია მალინინი (აშშ) - 200,03/10 ქულა
2. შუნ სატო (იაპონია) - 194,86/9 ქულა
3. მატეო რიცო (იტალია) - 179,62/8 ქულა
4. შტეფენ გოგოლევი (კანადა) - 171,93/7 ქულა
5. ნიკა ეგაძე (საქართველო) - 154,79/6 ქულა
ოთხი დისციპლინის ჯამში საქართველომ 56 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა
1. აშშ - 69 ქულა
2. იაპონია - 68 ქულა
3. იტალია - 60 ქულა
4. საქართველო - 56 ქულა
5. კანადა - 54 ქულა




