იტალიის სერია A-ში ოცდამეორე ტურის ათიდან რვა შეხვედრა დასრულდა.
ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს აუტსაიდერ „კრემონეზესთან" მოგება არ გაჭირვებია.
ანგარიში 22-ე წუთზე ხვიჩა კვარცხელიამ გახსნა. მან ინდივიდუალური გოლიმას შემდეგ გაიტანა, რაც მცველმა ბურთი თავით გაგზავნა კუთხურისკენ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთს პირით ხაზის გადაკვეთამდე მიუსწო, სწრაფად დაიძრა საჯარიმო მოედნისკენ, ოდნავ ზემოთ, ცენტრიკენ აინაცვლა და მცველებით გარშემორტყმულმ დაბალი ბურთი გაგზავნა მეკარისგან შორეულ კუთხეში. დაბადების დღეზე გატანილი ეს გოლი ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი რიგით მეცხრე გოლია.
მეორე გოლი სტუმართა კარში 65-ე წუთზე ვიქტორ ოსიმჰენმა გაიტანა. 79-ე წუთზე თავი შეცვლაზე შესულმა ელიფ ელმასმა გამოიჩინა.
„ნაპოლი" - კრემონეზე" 3:0(1:0)
გოლები: 22' ხვიჩა კვარაცხელია, 65' ვიქტორ ოსიმჰენი 2:0, 79' ელიფ ელმასი 3:0
ხვიჩა კვარაცხელია 83-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა. ქართველი ფეხბურთელი მაყურებელმა ოვაციებით გააცილა.
„მილანი" - „ტორინო" 1:0(0:0)
გოლი: 62' ოლივიე ჟირუ
„ემპოლი" - „სპეცია" 2:2(0:2)
გოლები: 25' დანიელე ვერდე, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 32' დანიელე ვერდე 0:2, 71' ნიკოლო კამბიაგი 1:2, 90+4' ემანუელ ვინიატო 2:2
გაძევება: 25' ფაბიანო პარიზი („ემპოლი" წითელი ბარათი), 49' სალვატორე ესპოზიტო („სპეცია" მეორე ყვითელი)
„ლეჩე" - „რომა" 1:1(1:1)
გოლები: 7' როჟერ იბანესი, საკუარ კარში 1:0, 17' პაულო დიბალა, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
„ლაციო" - „ატალანტა" 0:2(0:1)
გოლები: 23' დავიდე ძაპაკოსტა 0:1, 65' რასმუს ჰოილუნდი 0:2
„უდინეზე" - „სასუოლო" 2:2(2:2)
გოლები: 1' დესტინი უდოჯი 1:0, 6' მატეუს ენრიკე 1:1, 28' იაკა ბიიოლი 2:1, 45+1' ნეუენ პერესი, საკუთარ კარში 2:2
„ბოლონია" - „მონცა" 0:1(0:1)
გოლი: 25' ჯულიო დონატი
„იუვენტუსი" - „ფიორენტინა" 1:0(1:0)
გოლი: 34' ადრიენ რაბიო
1. „ნაპოლი” 22 19-2-1 54:15 59
2. „ინტერი” 21 14-1-6 41:26 43
3. „ატალანტა” 22 12-5-5 41:24 41
4. „რომა” 22 12-5-5 29:19 41
5. „მილანი” 22 12-5-5 38:30 41
6. „ლაციო” 22 11-6-5 37:19 39
7. „უდინეზე” 22 7-9-6 30:25 30
8. „ტორინო” 22 8-6-8 22:23 30
9. „იუვენტუსი" 22 13 5 4 34:17 29*
10. „მონცა” 22 8-5-9 28:30 29
11. „ბოლონია” 22 8-5-9 28:32 29
12. „ემპოლი” 22 6-9-7 21:28 27
13. „ლეჩე” 22 5-9-8 21:24 24
14. „ფიორენტინა” 22 6-6-10 23:29 24
15. „სასუოლო” 22 6-6-10 26:33 24
16. „სალერნიტანა” 21 5-6-10 25:41 21
17. „სპეცია” 22 4-7-11 19:37 19
18. „ვერონა” 21 3-5-13 19:33 14
19. „სამპდორია” 21 2-4-15 10:36 10
20. „კრემონეზე” 22 0–8-14 15:40 8
* იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ “იუვენტუსი" წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბებაში ცნო დამნაშავედ და 15 ქულა დააკლო.
ბომბარდირები:
ვიქტორ ოსიმჰენი(„ნაპოლი") - 17 გოლი
ადემოლა ლუკმენი („ატალანტა") - 12 გოლი (3 პენალტიდან)
ლაუტარო მარტინესი („ინტერი) - 12 გოლი (1 პენალტიდან)