იტალიის სერია A-ში ბოლო, ოცდამეთვრამეტე ტური დაიწყო

იტალიის სერია A-ს ლიდერმა, ნეაპოლის „ნაპოლიმ“, საკუთარ მინდორზე „კალიარი“ 2:0(1:0) დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ (1987, 1990, 2023, 2025) გახდა იტალიის ჩემპიონი.  

ამ დროისთვის ჯერ კიდევ დანამდვილები  არაა ცნობილი, გახდა თუ არა იტალიის ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. იტალიური მედიის მნიერ მაისის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლის“ გაჩემპიონების შემთხვევაში გუნდი თავად გადაწყვეტდა, რომელი ფრეხბურთელები გამოცხადდებოდნენ ჩემპიონებად, სულ ახლახან გავრცელებული ერთ-ერთი ცნობით კი, იტალიის ჩემპიონად მხოლოდ იმ ფეხბურთელების შერაცხვა შეიძლება, რომლებიც გაჩემპიონების მომენტში გუნდში ირიცხებოდნენ.

„ნაპოლი“ - „კალიარი“ 2:0(1:0)
გოლები: 42' სკოტ მაკტომინეი1:0, 51' რომელუ ლუკაკუ 2:0

„კომო“ - „ინტერი“ 0:2(0:1)
გოლები: 20' სტეფან დე ვრაი 1:0, 51' ხოაკინ კორეა 0:2
გაძევება: 45' პეპე რეინა („კომო“, წითელი ბარათი)