იტალიის სერია A-ში ოცდამეერთე ტურის ხუთი შეხვედრა დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლი" 21-ე ტურში „სპეციას"სტუმრობდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ნეაპოლელებმა მეორე ტაიმში სამჯერ აიღეს მეტოქის კარი. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გაიტანა და მე-8 გოლი მიითვალა. მის ანგარიშზეა საგოლე პასი. სულ, ხვიჩა კვარაცხელიას 9 საგოლე პასი დაუგროვდა.
„სპეცია" - „ნაპოლი" 0:3(0:0)
გოლები: 47' ხვიჩა კვარაცხელია, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 68' და 73' ვიქტორ ოსიმჰენი 0:2 და 0:3.
ხვიჩა კვარაცხელია 74-ე წუთზე შეცვალეს.
მეცამეტე შეხვედრა წააგო ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ". ამჯერად მას „ლეჩემ" მოუგო. ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია.
„კრემონწეზე" - „ლეჩე" 0:2(0:0)
გოლები: 58' ფედერიკო ბასკიროტო 0:1, 69' გაბრიელ სტრეფეცა 0:2
„რომა" - „ემპოლი" 2:0(2:0)
გოლები: 2' როჟერ იბანესი 1:0, 6' ტემი აბრაჰამი 2:0
„სასუოლო" - „ატალანტა" 1:0(0:0)
გოლი: 55' არმან ლორიანი
„ტორინო" - „უდინეზე" 1:0(0:0)
გოლი: 50' იან კარამოჰი
1. „ნაპოლი” 21 17-2-1 51:15 56
2. „ინტერი” 20 13-1-6 40:26 40
3. „რომა” 21 12-4-5 28:18 40
4. „ლაციო” 20 10-5-4 36:16 38
5. „მილანი” 20 11-5-4 37:29 38
6. „ატალანტა” 21 11-5-5 39:24 38
7. „ტორინო” 21 8-6-7 22:22 30
8. „უდინეზე” 21 7-8-6 28:23 29
9. „ბოლონია” 20 7-5-8 26:30 26
10. „ემპოლი” 21 6-8-7 19:26 26
11. „მონცა” 20 7-4-9 25:28 25
12. „ფიორენტინა” 20 6-6-8 22:26 24
13. „იუვენტუსი" 20 11 5 4 30:17 23*
14. „ლეჩე” 21 5-8-8 21:24 23
15. „სასუოლო” 21 6-5-10 24:31 23
16. „სალერნიტანა” 20 5-6-9 25:38 21
17. „სპეცია” 21 4-6-11 17:35 18
18. „ვერონა” 19 3-3-13 17:31 12
19. „სამპდორია” 20 2-3-15 8:34 9
20. „კრემონეზე” 21 0–8-13 15:37 8
* იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ “იუვენტუსი" წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციის გაყალბებაში ცნო დამნაშავედ და 15 ქულა დააკლო.
ბომბარდირები:
ვიქტორ ოსიმჰენი(„ნაპოლი") - 16 გოლი
ადემოლა ლუკმენი („ატალანტა") - 12 გოლი (3 პენალტიდან)
ლაუტარო მარტინესი („ინტერი) - 11 გოლი (1 პენალტიდან)