ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე" დასრულდა შეხვედრა „ნაპოლის" და „ატალანტას" შორის.
უეფას ევროპის ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის კონკურენტთან მატჩი „ნაპოლი" დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ნაპოლი" - „ატალანტა" 0:3(0:2)
გოლები: 26' ალექსეი მირანჩუკი 0:1, 45' ჯანლუკა სკამაკა 0:2, 88' ტეუნ კოპმეინერსი 0:3
ტურის კიდევ ორი შეხვედრა, „ტორინო"-„მონცა" და „ჯენოა"-„ფროზინონე" ამ წუთებში დაიწყო.
ევროპის ჩემპიონთა თასზე იტალიას, გერმანიას, ესპანეთს და ინგლისს 4-4 გუნდის გამოყვანის უფლება აქვთ განაღდებული და მათგან ორ საუკეთესოს დამატებით თითო-თითო გუნდის გამოყვანა შეეძლება. ორი საუკეთესო უეფას კოეფიციენტთა ცხრილის მიხედვით გახდება ცნობილი. ამ მომენტისთვის ქვეყნები ამ ცხრილში ასე არიან განლაგებულები:
1. ინგლისი - 103,178 ქულა (წელს, უეფას თასებზე ასპარეზობას აგრძელებს 5 გუნდი)
2. ესპანეთი - 87.864 ქულა (წელს, უეფას თასებზე ასპარეზობას აგრძელებს 3 გუნდი)
3. იტალია - 86,998 ქულა (წელს, უეფას თასებზე ასპარეზობას აგრძელებს 4 გუნდი)
4. გერმანია - 83.624 ქულა (წელს, უეფას თასებზე ასპარეზობას აგრძელებს 3 გუნდი)