ეროვნულ ლიგაში დღეს ოცდამთორმეტე ტურის ბოლოსწინა შეხვედრა გაიმართა,
თბილისი „დინამომ“ გორში „დილა“ დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა ქულამდე დაიყვანა.
კალენდრიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობის მოპოვების კარგი შანსი აქვს.
„დილა“ - „დინამო“ თბილისი 0:2(0:1)
გოლები: 29' ალგასიმ ბა 0:1, 53' მათე ვაწაძე 0:2
ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ გაიმართება. „იბერია 1999“ „გაგრას“ მიიღებს.
დაწინაურებული ოთხეულის დარჩენილი შეხვედრები:
15.11 „სპაერი“ — „იბერია „1999“
20.11 „დინამო“ თბილისი — „ტორპედო“
21.11 „სამგურალი“ — „იბერია 1999“
21.11 „დინამო“ ბათუმი — „რუსთავი“
24.11 „გაგრა“ — „დინამო“ თბილისი
25.11 „რუსთავი“ — „მეშახტე“
27.11 „დინამო“ ბათუმი — „დილა“
29.11 „მეშახტე“ — „დინამო“ თბილისი
30.11 „რუსთავი“ — „სპაერი“
01.12 „იბერია 1999“ — „დინამო“ ბათუმი
05.12 „დინამო“ — „სამგურალი“
05.12 „იბერია 1999“ — „რუსთავი“
05.12 „დინამო“ ბათუმი — „ტორპედო“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




