ცნობილი მოკრივე, მუჰამედ ალი, წუხელ ღამით პნევმონიით საავადმყოფოში მოათავსეს.

ცნობილი მოკრივე, მუჰამედ ალი, წუხელ ღამით პნევმონიით საავადმყოფოში მოათავსეს. მისი წარმომადგენელი, ბობი გუნელი აცხადებს, რომ ალის მკურნალობის პროგნოზი კარგია. ”ალი იტანჯება პარკინსონის დაავადებით, თუმცა ის უკვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.”

ექიმების ვარაუდით, ალი მალევე დატოვებს საავადმყოს და სახლში განაგრძობს მკურნალობას. ამ დროისთვის, ალის ოჯახის წევრები, მედიას სთოვენ, რომ პატივისცემით მოეკიდონ მათ გადაწყვეტილებას და დაიცვან კონფიდენციალურობა.

ალი დაიბადა კასიუს კლეის სახელით და მოიგო ოქროს მედალი ოლიმპიადაზე. 1964 წელს ფერადკანიანი მოკრივე, გახდა მსოფლიო ჩემპიონი მძიმეწონიანთა კატეგორიაში. 1981 წელს მან პროფესიონალური კრივი დატოვა და 3 წლის შემდეგ გაასაჯაროვა მისი დაავადების, პარკინსონის შესახებ.