მალტაში დასრულდა წყალბურთში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი B დივიზიონის გუნდებს შორის.

ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველომ თურქეთთან მოულოდნელი მარცხი იწვნია 16:17(5–4, 3–3, 5–8, 3–2), მეორე შეხვედრაში პენალტების სერიაში დაამარცხა ბრაზილია - 12:12(4–3, 2–1, 2–3, 4–5) პენალტებით5:3, მესამე შეხვედრაში სლოვენიას 24:7(6 –1, 6–4, 6–1, 6–1) სძლია, მე-10 ადგილი დაიკავა და იმ თექვსმეტ გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც მსოფლიო თასის 2 საგზურისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

მერვედფინალში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე მე-7 ადგილზე გასულ თურქეთს შეხვდება, მასთან გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში მეტოქედ კანადას და უკრაინას  შორის შეხვედრაში გამარჯვებული ეყოლება.

მერვედფინალური წყვილები:

ნეიტრალური დროშით მოასპარეზე წყალბურთელები (რუსეთი) - ბრაზილია
კანადა - უკრაინა
ავსტრალია - სლოვაკეთი
მონტენეგრო - მალტა
რუმინეთი - არგენტინა
გერმანია - ჩინეთი
თურქეთი - საქართველო
პორტუგალია - საფრანგეთი