ფილადელფიის „ლინკონლ ფაინენშელ ფილდზე“ დასრულდა ფეხბურთში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი მერვედფინალური შეხვედრა.
ბრაზილიის გუნდების, სან-პაულუს „პალმეირასის“ და რიო-დე-ჟანეიროს „ბოტაფოგოს“ შეხვედრის ძირითადი დრო უშედეგოდ დასრულდა.
დამატებითი დროის მე-100 წუთზე პაულინიოს სოლო-გარღვევა „ბოტაფოგოს“ კარის აღებით დასრულდა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „პალმეირასი“ მეოთხედფინალში გავიდა.
„პალმეირასი“ - „ბოტაფოგო“ 1:0 დ.დ. (0:0,0:0)
გოლი: 100' პაულინიო
გაძევება: 120' გუსტავო გომეში („პალმეირასი“, მეორე ყვითელი)
მეოთხედფინალში „პალმეირასი“ „ბენფიკას“ და „ჩელსის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ხვალ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ორი შეხვედრა გაიმართება: ბენფიკა“ - „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ - „ინტერი“ მაიამი.