ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 61-70-86-125კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ
61კგ წონის მერვედფინალში გიორგი ღონიაშვილი 4:15 დამარცხდა კორეელ ჰუმ ჰიოლ კიმთან.
86 კგ წონითი კატეგორიის საკვალიფიკაციო წრეში ტარიელ გაფრინდაშვილმა მასპინძელი კრესო სკუგერი 10:0 დაამარცხა, მერვედფინალში კი 5:4-ს იგებდა, როდესაც სუფთად დამარცხდა.
70 კგ წონით კატეგორიაში მეორე ნომრად განთესილმა აკაკი ქემერტელიძემ მერვედფინალში უზბეკი ბეგიჟომ კულდაშევი 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მონღოლ ტულგა ტუმურ ოჩირთან 0:11 დამარცხდა
125 კგ წონაში სოლომონ მანაშვილმა მერვედფინალში 10:0 სძლია კორეელ კიონმინ კიმ, მეოთხედფინალში კი პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელ ირანელ ამირ ზარესთან ვერაფერი გააწყო და 0:10 დამარცხდა.
ამ წონის ნახევარფინალში ამირ ზარე ბაჰრეინელ შამილ შარიპოვს შეხვდება, აზერბაიჯანელი გიორგი მეშვილდიშვილი კი პოლონელ რობერტ ბარანს.
გიორგი ღონიაშვილი, აკაკი ქემერტელიძე და სოლომონ მანაშვილი რეპეშაჟში გადასვლის და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ