დალასში, „დალას სტედიუმზე“, მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეხუთე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა დასრულდა.
ნორვეგიის და კოტ დ'ივუარის შეხვედრის ბედი 86-ე წუთზე ერლინ ჰოლანის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.
სკანდინავიელებმა მატჩი 2:1 მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ, სადაც მათ მეტოქე ბრაზილია იქნება.
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)
გოლები: 39' ანტონიო ნუსა 1:0, 74' ამად დიალო 1:1, 86' ერლინ ჰოლანი 2:1
შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:
კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2




