ავჭალის სარაგბო მოედანზე „ბორჯღალოსნებმა“ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართეს.
უელსთან განცდილი დასანანი მარცხის (24:25) შემდეგ საქართველოს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრაში გამარჯვება ესაჭიროებოდა, რაც გუნდებს შორის კლასში არსებული განსხვავებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ თავისი სიძლიერე აჩვენა და მასპინძლები 33:5 დაამარცხა.
ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრას საქართველო ურუგვაისთან გამართავს. მატჩის მოგების ან ფრედ დასრულების შემთხვევაში იგი მესამე ადგილს დაიკავებს და ბრძოლად მე-9 - მე-12 ადგილებისთვის გააგრძელებს.




