ასტანაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში შვეიცარიელი მეტოქე დამაჯერებლად, 6:2 დაამარცხა.
ტურნირზე 31 ოქტომბერს ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.




