ბუდაპეშტში იმრე პოლიაკის და იანოშ ვარგას მემორიალის მეორე დღის ფინალური შეხვედრები დასრულდა

92 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მირიან მაისურაძემ ამერიკელ ტრენტ ნიმონდ ჰიდლეისთან 2:7 დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

1. ტრენტ ნიმონდ ჰიდლეი (აშშ)
2. მირიან მაისურაძე (საქართველო)
3. აბუბაკრ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)
3. ბენჟამინ კონრად ჰონისი (აშშ)

74 კგ
1. კოტა ტაკაჰაში (იაპონია)
2. მაგომედ ბაშირ ხანიევი (აზერბაიჯანი)
3. დევიდ აარონ კარი (აშშ)
3. მაგომედრასულ ასლუევი (ბაჰრეინი)

ამ წონაში გიორგი ელბაქიძემ 2:5 წააგო ინდოელ ჯაიდიპ ჯაიდიპთან შეხვედრა და ასპარეზობას გამოეთიშა.

86 კგ
1. არსენი ჯიოევი (აზერბაიჯანი)
2. მაჰამედჰაბიბ კაჯიმაჰამედოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, ბელრუსი)
3. ოსმან გოგენი (თურქეთი)
3. ალი ბახტიარ სავადკუჰი (ირანი)

ამ წონაში ტარიელ გაფრინდაშვილი 0:10 დამარცხდა ალი ბახტიარ სავადკუჰისთან და ასპარეზობას გამოეთიშა, თორნიკე სამხარაძეს კი აზერბაიჯანელ არსენი ჯიოევთან ჩაევალა მარცხი, შემდეგ კი ვერც რეპეშაჟში საჭიდაოდ გასვლა შეძლო ტრავმის გამო. 

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.