დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონცერტი “მუსიკალური ზაფხული 2025” გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონცერტში, ლიზა ბაგრატიონი, კოტე ყიფიანი, სოფო ხალვაში, გიორგი ლომისელი, ორკესტრი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით და ანსამბლი ,,ოდოია“ მონაწილეობდა.
ღონისძიებას ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან, პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.