ესპანეითის ლა ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

მადრიდში, „მეტროპოლიტანოზე“, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ატლეტიკოს“ შეხვდა.

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ სტუმრები ვალში არ დარჩნენ და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს მასპინძელთა კარს. სტუმართა რიგებში აქტიურობდა გიორგი მიქაუტაძე, რომლის სახიფათო მდგომარეობიდან დარტყმაც ტაიმის დასაწყისში მცველმა დაბლოკა, ტაიმის მიწურულს კი მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარი „ვილიარეალი“ შეტევებით დაიწყო, თუმცა, ჯერ მასპინძელთა მეკარემ პეპეს სახიფათო დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი, თამაშის მსვლელობის ლოგიკის საპირისპიროდ, გოლი „ვილიარეალის“ კარში გავიდა. 

სტუმრებმა ანგარიში მორენოს ზუსტად შესრულებული დარტყმით გაათანაბრეს, შემდეგ კი ისევ მიქაუტაძის ჯერი დადგა: მასპინძელთა შეტევის მოგერიების შემდეგ სტუმრებმა ბურთი თავისსავე ნახევრის შუა მყოფი მიქაუტაძეს გადააწოდეს, მან კი ერთი შეხებით ბურთი თითქმის საჯარიმო მოედნამდე გაიგდო წინ, მეორე შეხებით კი საჯარიმოში შეაგდო შეჰყვა და უკვე მეკარის მოადანთნ მყოფს მცველმა უბიძგა ხელი.  მსაჯმა რობინ ლე ნორმანი მინდვრიდან გააძევა, გიორგი მიქაუტაძემ კი მოკლე გამორბენის შემდეგ მეკარის ნახტომის საპირისპირო მხარეს შეაგდო ბურთი.

სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად ვერ შეძლო მოგებიანი ანგარიშის შენარჩუნება. 85-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, შეხვედრის კომპენსირებულ დროში კი მათმა მეკარემ ტაჯონ ბიუკენენის სახიფათო დარტყმული მოიგერია და კიდევ ერთხელ იხსნა  გუნდი გოლისგან და მარცხისგან

გიორგი მიქაუტაძე (flashscore - 7.8) ინიგო პერესმა 79-ე წუთზე შეცვალა.

„ატლეტიკო“ - „ვილიარეალი“ 2:2(0:0)
გოლები: 59' მარკ პუბილი 1:0, 66' ჟერარ მორენო, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 78' გიორგი მიქაუტაძე, თერთმეტმეტრიანიდან 1;2, 85' ჯულიანო სიმეონე 2:2
გაძევება: 76' რობინ ლე ნორმანი („ატლეტიკო“, წითელი ბარათი)



შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „ვილიარეალმა ასევე 2:2 დაასრულა შეხვედრა სანტანდერში.