მაიამი გარდენსში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეთხუთმეტე მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში არგენტინას თავი დიდად არ გამოჩენია, თუმცა, გოლი გაიტანა და ტაიმი მოიგო.

მეორე ტაიმში კაბო-ვერდემ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და შეტევა სცადა. ტაიმის დაწყებიდან 14 წუთში მათმა მცდელობამ შედეგი გამოიღო: დეროი დუარტემ ანგარიში გაათანაბრა.

ოთხ წუთში არგენტინელებმა მესი მეკარის პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ კაბო-ვერდეს კარის მცველმა ბურთის მოგერიება შეძლო. 

ათი წუთის შემდეგ ჯოზიმარ დიას ვოზინიამ ისევ გამოიჩინა თავი. მან ისევ მოგერია მესის სახიფათო დარტყმა.

არგენტინელებმა ნამდვილი შტურმი დაატეხეს თავს მოწინააღმდეგეს, რომელიც ბურთს სულ უფრო და უფრო იშვიათად ეუფლებოდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია და ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა.

დამატებითი დროის მე-2 წუთზე ლისანდრო მარტინესმა არგენტინა დააწინაურა.

კაბო-ვერდელებს დააკარგი აღარაფერი ჰქონდათ და მათ სეტევა სცადეს რაც არცთუ ცუდად გამოუვიდათ და 103-ე წუთზე სიდნი ლოპეს კაბრალმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

111-ე წუთზე ლიონელ მესის კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ყველას კრისტიან რომერომ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში 3:2 გახადა.

აფრიკელებმა ბოლო წუთები შეტევაში გაატარეს, მაგრამ მესამედ ანგარიშის გათანაბრება და თამაშის გადარჩენა ვეღარ შეზლეს.

არგენტინა - კაბო-ვერდე დ.დ. 3:2 (1:1, 1:0)
გოლები: 29' ლიონელ მესი 1:0, 59' დეროი დუარტე 1:1, 92' ლისანდრო მარტინესი 2:1, 103' სიდნი ლოპეშ კაბრალი 2:2, 111' კრისტიან რომერო 3:2

შეგახსენებთ სხვა მეთექვსმეტედფინალური მატჩების შედეგებს:

კანადა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 1:0(0:0)
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
პარაგვაი - გერმანია დ.დ.1:1(1:1,1:0) პენალტები 4:3
მაროკო - ნიდერლანდები დ.დ.1:1(1:1, 0:0) პენალტები 3:2  
ნორვეგია -კოტ დ'ივუარი 2:1(1:0)
მექსიკა - ეკვადორი 2:0(2:0)
საფრანგეთი - შვედეთი 3:0(1:0)
ინგლისი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2:1(0:1)
სენეგალი - ბელგია დ.დ.2:3(2:2, 1:0)
აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:0(1:0)
ესპანეთი - ავსტრია 3:0(1:0)
პორტუგალია - ხორვატია 2:1(0:0)
შვეიცარია - ალჟირი 2:0(1:0)
ეგვიპტე - ავსტრალია დ.დ. 1:1(1:1, 0:0) პენალტები 4:2

მერვედფინალური წყვილები:

04.07 კანადა - მაროკო
05.07 პარაგვაი - საფრანგეთი

06.07 ესპანეთი - პორტუგალია
07.07 აშშ - ბელგია

06.07 ბრაზილია - ნორვეგია
06.07 მექსიკა - ინგლისი

07.07 ეგვიპტე - არგენტინა 
08.07 შვეიცარია - კოლუმბია/განა