ლას-ვეგასში UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

ლას-ვეგასის ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილი მეტოქე რუსი სპორტსმენი, წონის ყოფილი ჩემპიონი პიოტრ იანი იყო..

მერაბ დვალიშვილის (15 მოგება - 4 წაგება) და პიოტრ იანის (16 მოგება - 4 წაგება) ორთაბძოლა ხუთი რაუნდი გაგრძელდა მერაბ დვალიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.  იგი მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა და როგორც რუსული პრესა წერს, ამ კოშმარულ ღამეს მერაბ დვალიშვილმა დაუნდობლად სცემა პიოტრ იანი.



ქართველს სპორტსმენს, რომელმაც ზედიზედ მე-9 შეხვედრა მოიგო ზედიზედ, სამივე მსაჯმა გამარჯვება მიაკუთვნა გამარჯვება - 50:45, 50:45, 50:45.