მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე სლოვაკი ტომაშ დემჩაკი, დარდან სენა, იტალიელი ფედერიკო ბოსისი და პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ოთარ კვანტიძე დაამარცხა.

ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლა მათე ბერუაშვილმა რუმინელ იოან ჯიტაკთან დათმო.

ქართველი ძიუდოისტები ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.