ყატარში დასრულდა ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოხედფინალური შეხვედრა მაროკოს და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებს შორის

შეხვედრის პირველი ნახევრის 42-ე წუთზე მაროკოელი იუსეფ ენ-ნასირი მიერ თავური დარტყმით გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა. 90+3 წუთზე მაროკოელმა ვალიდ შედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და 6 წუთის განმავლობაში ათნი თამაშობდნენ, მაგრამ შეძლეს საკუთარი კარის დაცვა.

მაროკომ ესპანელებთან სენსაციური გამარჯვების მოპოვების  შემდეგ პორტუგალიაც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ამრიგად, ნახევარფინალში ითამაშებენ  მაროკო - ინგლისი/საფრანგეთი და ხორვატია - არგენტინა.

მაროკო პირველი აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.