მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

1551539932
პრაღაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი - პრაღის ღია პირველობა ძიუდოში ქალთა შორის.
70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ (N59, 494 ქულა) ვაზარით სძლია უნგრელ ეველინ სალანკს (N198, 16 ქულა), პულის ფინალში გერმანელ სარა მეკელბურგთან დამარცხდა იპონით (N74, 345 ქულა), შემდეგ რეპეშაჟის ნახევარფინალი ფრანგ მაია ტროიერთან (N145, 54 ქულა) მოიგო მეტოქის მიერ მიღებული სამი შიდოს ხარჯზე და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ჩინელ ანგი სუნთან (N100, 160 ქულა).
სოფიო სომხიშვილის და ეთერ ლიპარტელიანის ფინალში გასვლის შესახებ "აიპრესმა" უკვე ამცნო მკითხველს. სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა კი ასე იასპარეზეს:
48 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ციხელაშვილმა (ურეიტინგო, 0 ქულა) იპონით წააგო ჯულია სანტინთან (იტალია, N189, 8 ქულა), ხოლო ნატალია ყიფშიძე (N183, 12 ქულა) დანუტა მაიჩერთან (პოლონეთი, 0 ქულა) უილეთო შეხვედრაში ოქროს დროის მესამე წუთზე მიღებული მესამე შიდოთი დამარცხდა.
52 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილმა (N99, 224 ქულა) იპონით სძლია მარი ორსინს (საფრანგეთი, N177, 42 ქულა), შემდეგ კი ოქროს დროში ვაზარი გაუშვა ჯული კემნიკთან (ნიდერლანდები, N163, 55 ქულა) შეხვედრაში.
ტატიანა ლევიცკაია-შუკვანმა(N132, 112 ქულა) სამი შიდო მიიღო ვერენა თუმთან (გერმანია, N270, 3 ქულა) შეხვედრაში.
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.