მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
81 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა მცირე ვერცხლის და ბრინჯაოს და დიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მარიამ მურღვლიანმა ატაცში 103 კგ-ით (95კგ, 100კგ, 103კგ) მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აკვრაში მარიამ მურღვლიანმა 121 კგ (117კგ, 121კგ, 128*კგ) დასძლია და მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ორჭიდის ჯამში მარიამ მურღვლიანმა 224 კგ-ით დიდი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონი 235კგ-ით თურქი სურენ ტუანა გახდა. 225 შედეგით მეორე ადგილი სომეხმა ემა პოღოსიანმა დაიკავა
შესწორება: 81კგ და +81კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები ფიცარნაგზე ერთდროულად გამოდიოდნენ, საბოლოო შედეგები კი ცალ-ცალკე იქნა აღრიცხული. აქედან გამომდინარე, თურქი სურენ ტუანა ჩემპიონი +81კგ წონაში გახდა, 81კგ წონაში კი ატაცში მარიამ მურღვლიანმა ოქროს, აკვრაში ვერცხლის და ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა. სომეხი ემა პოღოსიანი მეორე იყო ატაცში, პირველი კი აკვრაში და ორჭიდში