უნგრეთის ქალაქ დიორში ტყვიით მსროლელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

წარმატებით ასპარეზობენ უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ტყვიით მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენები.

ახლახან დასრულებულ იუნიორთა შორის პნევმატიკური პისტოლეტიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში პირველობა არავის დაუთმო და მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა მარიამ ფროიდაშვილმა.



მარიამ დროდიაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე მესამედ მოიპოვა ოქროს მედალი. მანამდე იგი ოქროს მედლის მფლობელი შერეულ წყვილებში ქუთაისელ გიორგი მუმლაძესთან ერთად და გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (მარიამ ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი და  სალომე ფროდიაშვილი) გახდა