ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ტურის შეხვედრები დაიწყო

პრემიერლიგის ბოლო ოთხი სეზონის უცვლელი გამარჯვებული და მიმდინარე სეზონის ერთპიროვნული ლიდერი „მანჩესტერ სიტი" ნიუკასლში ერთ-ერთ უახლოეს მდევარს, „ნიუკასლს" შეხვდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში „ქალაქელებმა" შეძლეს დაწინაურება, მეორე ნახევარში კი თერმეტმეტრიანიდან საპასუხო გოლის გაშვების შემდეგ კი კვლავ დაწინაურება ვეღარ შეძლეს და ფრეს დასჯერდნენ.

„ნიუკასლი" - „მანჩესტერ სიტი" 1:1(0:1)გოლები: 35' იოშკო გვარდიოლი 0:1, 55' ენტონი გორდონი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1


დღეს თამაშობენ: 
„არსენალი" - „ლესტერი"
„ბრენტფორდი" - „ვესტ ჰემი"
„ჩელსი" - „ბრაიტონი"
„ევერტონი" - „კრისტალ პალასი"
„ნოტინგემი" - „ფულჰემი"
„ვულვერჰემპტონი" - „ლივერპული"



ბომბარდირები:
1. ერლინ ჰოლანი („მანჩესტერ სიტი" ) - 10(1 თერთმეტმეტრიანიდან)
2. ლუის დიასი („ლივერპული") - 5