თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში.
90 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლუკა მაისურაძემ ოქროს დროში დაამარცხა სერბი ნემანია მაიდოვი მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი.
ამავე კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ჩემპინი ლაშა ბექაური ნახევარფინალში მაიდოვთან დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგ მაქსიმ-გაელი ნგაიაპ ჰამბუსთან დამარცხდა.
დღეს კიდევ ერთი მედალი საქართველოს ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრაში იგი რუს ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.




