დასრულდა ძიუდოისტთა ასპარეზობა თბილისის გრანდ სლემზე.

ასპარეზობის ბოლო დღეს სტარტზე გამოსულ ქალთა 70 და +78 და კაცთა 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტთა შორის 12 ქართველი სპორტსმენი იყო: 90კგ - ლუკა მაისურაძე ლუკა ჯავახიშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, აკაკი ჯაფარიძე ; 100კგ - თორნიკე ფოლადიშვილი, აკაკი სანებლიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი; +100კგ - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ქარდავა, გელა ზაალიშვილი.

90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ლუკა მაისურაძემ  იუკოთ სძლია სერბ ნემანია მაიდოვს და თბილისის გრანდ სლემის მიმდინარე ტურნირზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონით  კატეგორიაში ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ვაზარით მოუგო აკაკი ჯაფარიძეს.

+100კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა გრემანელი ლოსენი კონე იპონით დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონაში საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ვაზარით დაამარცხა რუსი არტიომ ზოლოტუხინი.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ კაცთა შორის გუნდური პირველი ადგილი 2 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედლით დაიკავა.