ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუნდის გეგმების შესახებ ისაუბრა.

„პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია. სანამ არ გაიმარჯვებ, ფეხბურთელები და გულშემატკივრები არ ფიქრობენ, რომ შეგიძლია. ახლა კი ყველამ იცის, ეს შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა მჯერა, რომ ამ მენტალიტეტით უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.

ევროპის ჩემპიონები ვართ და ჩვენი მიზანია, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოვიგოთ. ყოველთვის ამბიციურები უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც“, – განაცხადა ენრიკემ.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი მეტოქე იტალიური „ატალანტა“ იქნება, მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება და ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ბოლო ინფორმაციით, მას სერიოზული დაზიანება არ აქვს, თუმცა მწვრთნელმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცეს.

პირველი არხი