კვირას, 30 აგვისტოს, ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანის "რეალ არენაზე" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა
ჩემპიონთა ლიგის თასს ერთმანეთს ექვსგზის თასის მფლობელი "ლიონი" და ორგზის გამარჯვებული "ვოლფსბურგი" ეცილებოდნენ ერთმანეთს. "ვოლფსბურგი" ფინალში მეხუთედ თამაშობდა, "ლიონი" კი მეცხრედ. თასის ფინალში მეტოქეებს სამჯერ ჰქონდათ ერთმანეთთან ნათამაშები. ერთხელ, 2013 წელს, "ვოლფსბურგს" ჰქონდა მოგებული (1:0), ორჯერ, 2016 და 2018 წლებში კი - "ლიონს" (1:1 და პენალტებით 4:3 და 4:1).
 
გუშინდელ შეხვედრაში ფავორიტად ბოლო 4 გათამაშების გამარჯვებული "ლიონი" მიიჩნევდნენ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ლიონელთა რიგებში შარშანდელ ფინალში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი ნორვეგიელი ადა ჰეგერბერგის, აგრეთვე ამანდინ ჰენრის, გრიდგე მბოკ ბატის და ნიკიტა პერისის არყოფნა "ვოლფსბურგის" შანსებს მნიშვნელოვნად ზრდიდა.
 
წამყვან მოთამაშეწთა დანაკლისის მიუხედავად შევედრის პირველი ნახევარი "ლიონის " სრული უპირატესობით წარიმართა და მათ 25-ე წუთზე ეჟენი ლე სომერის და 44 წუთზე იაპონელი საკი კუმაგაის მიერ გატანილი გოლებით მოიგეს ტაიმი. [caption id="attachment_703533" align="alignnone" width="499"] SAN SEBASTIAN, SPAIN - AUGUST 30: Eugenie Le Sommer of Olympique Lyon celebrates with teammate Amel Majri after scoring her team's first goal during the UEFA Women's Champions League Final between VfL Wolfsburg Women's and Olympique Lyonnais at Estadio Anoeta on August 30, 2020 in San Sebastian, Spain. (Photo by Gabriel Bouys/Pool via Getty Images)[/caption]
"ვოლფსბურგის" თავდამსხმელმა და კაპიტანმა, ლეგენდარულმა ალექსანდრა პოპმა 59-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა და შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა გერმანელებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლეს, საკუთარ კარში კი კიდევ ერთი მიიღეს - გოლი 89 წუთზე "ლიონის" ისლანდიელმა ნახევარმცველმა, რამდენიმე კვირის წინ "ვოლფსბურგელთა" რიგებში მოთამაშე სარა ბორკ გუნარსდოტირმა გაიტანა. "ლიონმა" დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 დაამარცხა "ვოლფსბურგი" და ზედიზედ მეხუთედ გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.