პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილს "ლიდერბეთმა" ბინა აჩუქა.
"ლიდერბეთმა საჩუქრად გივი მაჭარაშვილს ბინა გადასცა! ვიცე ჩემპიონი სამშობლოშია! - წერს ლიდერბეთი.
"სიმართლე გითხრათ ჩამოსვლა ცოტა მძიმე იყო. იქ ხალხი რომ დავინახე, ამხელა სითბო რომ დავინახე თითქოს მეც ვთბებისავით.
ძალიან მიხარია, ჩემი ხალხი ასე რომ მიდგას გვერდში. ძალიან მიხარია ლიდერბეთი ასე რომ დამიდგა გვერდში.
ძალიან გამახარა. ეს დიდი მოტივაციაა ჩემთვის და ახლა უფრო მეტად შევეცდები, უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ხალხისთვის.
ცოტას დავისვენებ, სიმართლე გითხრათ მთელი წელია შეკრებაზე ვიყავი. ტელეფონსაც კი არ ვხმარობდი. მინდა ცოტა დავისვენო, დედაჩემი არ მინახავს ნორმალურად, ჩემთან დავისვენო. ჩემებს ჩავეხუტო.
ოპერაცია მქონდა გაკეთებული და ახლა ისევ გასაკეთებელია.
ალბათ, თვე-ნახევარში წავალ ავსტრიაში და გავიკეთებ ოპერაციას. 2-3 თვე დამჭირდება რეაბილიტაციისთვის. დავბრუნდები გიჟივით "ხოდზე" ისევე" - განაცხადა გივი მაჭარაშვილმა .