საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კლუბი Levante UD გიორგი ქოჩორაშვილის გატანილ გოლს ტრადიციულად ეხმიანება და ოფიციალურ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
უეფას ერთა ლიგის B-1 ჯგუფის მეორე ტურის მატჩში საქართველომ ალბანეთში გაიმარჯვა
შეხვედრის პირველი ნახევარი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში და რეალური საგოლე მომენტების გარეშე წარიმართა და 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა და 71 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა.