ყველა მოთამაშე წესრიგშია, არის პატარ-პატარა ტრავმები, თუმცა, ისეთი სერიოზული არა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მზად არიან იმისთვის, რომ ქვეყანა ასახელონ.
„გვიხარია, რომ ვიმყოფებით აქ. ძალიან დიდი ბედნიერებაა და პატივია, რა თქმა უნდა, როდესაც ფეხბურთის ეროვნული ნაკრები წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას.
ყველა მოთამაშე წესრიგშია, არის პატარ-პატარა ტრავმები, თუმცა, ისეთი სერიოზული არა. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.