ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს კაცები 73 კგ, ქალები კი 57 კგ წონით კატეგორიაში იბრძვიან პირველობისთვის.
73 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კოსოვოელთა მეორე ნომერი, დადან დენა ჰყავდა მეტოქედ.
ლაშა შავდათუაშვილი შიდოებით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ. რომ ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი, ლაშა შავდათუაშვილი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. თავის ხანგრძლივი სპორტული კარიერის განმავლობაში იგი პრიზიორთა შორის არ მოხვედრილა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




