პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა შორის მეოთხედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა ყაზახი სპორტსმენი ბაზარბაი მუხამედსაბირი დაამარცხა, ნახევარფინალში გავიდა და სულ მცირე ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.



ნახევარფინალში ლაშა გურული კუბელ მოკრივე ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება.