პარიზში, ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, დღეს 81-90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები ასპარეზობენ

დღეს ტატამზე გასული ექვსი ქართველი ძიუდოისტიდან ექვსი ბრძოლას გამოეთიშა, ორი კი რეპეშაჟიდან გააგრძელებს ასპარეზობას.

81 კგ წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძემ გაბონელი ფერნანდ მკერო იპონით დაამარცხა, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ გაჯიმურად ომაროვს ვაზარით მოუგო, ბოსნიელ და ჰერცეგოვინელ ჰაბიბის იპონი და პულის ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან შეხვედრაში სენსაციურად გამარჯვებულ რუს იგორ სუხოპაროვთან ვაზარით დამარცხდა

+100 კგ წონაში ირაკლი დემეტრაშვილმა ტაივანელი იუ-მინ დაი იპონით დაამარცხა, ავსტრიელ ბორჩაშვილს ვაზარით მოუგო, პულის ფინალში კი იაპონელ ჰიოგა ოტასთან ოქროს დროში შებოჭვაზე მოყვა.

კოტე კაპანაძე და ირაკლი დემერტაშვილი რეპეშაჟიდან იჭიდავებენ ბრინჯაოს მედლისთვის.

81 კგ წონაში ზაურ დვალაშვილი იაპონელ იოშიტო ჰოჯოსთან იპონით დამარცხდა, 90 კგ წონაში ლუკა მაისურაძემ ჰიდეტოში ტოკუმოჩისთან იუკოთი წააგო,

100კგ წონაში ხარაზიშვილმა სერბი ლაზარ ზრდალე იუკოთი დაამარცხა, შემდეგ კი კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან ვაზარზე ორი ვაზარით დამარცხდა.

+100 კგ წონაშა საბა ინანეიშვილმა ფრანგ ხამზატ საპარბაევს შიდოები მოუგო, შემდეგ კი კორეელ მინჯო კიმან იპონით დამარცხდა