კონფერენც ლიგაზე მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

თბილისში, „მიხეილ მესხზე", კონფერენც ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ალბანეთის „პარტიზანთან" გამარჯვებულ „იბერია 1999-ს" (ყოფილი „საბურთალო") საპასუხო მატჩში ერთი ბურთის სხვაობით წაგების შემთხვევაშიც შეეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა.  

ქართველმა ფეხბურთელებმა ამოცანა წარმატებით გადაჭრეს, შეხვედრა უგოლო ფრით დაასრულეს და მესამე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

„იბერია 1999" მესამე ეტაპზე თურქეთის „ბაშაქშეჰირის" შეხვდება. მან სან-მარინოს „ლა-ფიორიტა" სახლში 6:1, გასვლაზე კი 4:0 დაამარცხა.

პირველი შეხვედრა თბილისში 8 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი კი თურქეთში, 15 აგვისტოს.

შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999" ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც უეფას ევროთასების გათამაშებას შემორჩა.