თბილისში, „მიხეილ მესხზე", კონფერენც ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999"-მა (ყოფილი „საბურთალო") ალბანეთის „პარტიზანს" უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 მოიგეს.
მეორე ნახევრის დაწყებიდან ორ წუთში სტუმრები ათნი დარჩნენ მინდორზე და ათ წუთში კიდევ ერთი გოლი გაუშვეს
„იბერია 1990" თბილისი - „პარტიზანი" ტირანა 2:0(1:0)
გოლები: შოთა ნონიკაშვილი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 57' ჩეიკნე სილა 2:0
გაძევება: 47' არინალდო რაპაი („პარტიზანი" მეორე ყვითელი)




