დღეს, ასტანაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავებმა 65 კგ და 97 კგ წონით კატეგორიებში მედლები გაითამაშეს, ხოლო 61-70-86-125 კგ წონებში წინასწარი შეხვედრები გამართეს.

65 კგ წონაში 20 წლის ამერიკელმა ბოუენ უილიამ ბასეტმა ფინალში სომეხ ვაზგენ ტევანიან 9:1 მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რუსი აბასგაჯი მაგამედოვი და ირანელი მუსა რახმან ამუზადხალილი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. პირველმა მედლისთვის ორთაბრძოლა 3:2 მოუგო ტაჯიკ აბდულმაზიდ კუდიევს, მეორემ კი ბულგარელ შამილ მამედოვს 5:4 სძლია.

97 კგ წონაში ამერიკელმა კილ სნაიდერმა ფინალში იაპონელი არაშ იოშიდა 4:4-ზე დაამარცხა და მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

იოშიდა პირველი პერიოდის შემდეგ 2:0-ს იგებდა ტექნიკური ქულებით (პირველი ქულა პასიურობისთვის სნაიდერისთვის ჩართული დროის გასვლის შემდეგ აიღო, მეორედ კი მეტოქის ხალიჩიდან გაყვანისთვის). მეორე პერიოდის დაწყებიდან 20 წამში იოშიდამ ისევ შეძლო სნაიდერის ხალიჩიდან გაყვანა და 3:0 დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 41 წამით ადრე მსაჯებმა ამერიკელების პროტესტი უსაფუზვლოდ ცნეს და სნაიდერი 4 ქულით ჩამორჩა. 

შეხვედრის დასრულებამდე 25 წამი ადრე მან პირველი ორი ქულა მოიპოვა, ექვს წამის შემდეგ კი მეტოქეს შემოურბინა, ზურგზე მოექცა (+2 ქულა და 4:4) და ასეთ მდგომარეობაში შეხვედრის ბოლომდე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ კაილ სნაიდერი  2015 წლიდან დღემდე ჩატარებულ ცხრავე მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა მედლის მფლობელი. მან 2015, 2017, 20022, 2025 და 2026 წლებში ოქროს მედალი მოიპოვა, 2018 და 2021 წლებში ვერცხლის მედალი, ხოლო 2019 და 20234 წლებში ბრინჯაოს მედალი. 

კაილ სნაიდერი რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური ოქროს, ხოლო ტოკიოში ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და იგი მხოლოდ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ შეწვდა მედალს (ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ირანელ ამირ ალი აზარპირასთან 1:4 დამარცხდა).

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ რუსი (დაღესტნელი) აბდულრაშიდ სადულაევი (5:0 დაამაrცხა პოლონელი ზბიგნევ მატეუშ ბარანოვსკი) და ირანელი ჰასან იაზდანი (5:0 მოუგო ბაჰრეინელ აჰმედ ტაჟუდინოვს).

86 კგ წონაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა ვლადიმერ გამყრელიძემ მეთექვსმეტედფინალში 8:1 დაამარცხა რუმინელი კრისტია ბირო, მერვედფინალში გერმანელ  ჯოშუა ფილიპ დეივიდ მოროდიონს 5:4 სძლია, მეოთხედფინალში 7:4 მოუგო ფრანგ რახიმ მაგამედოვს, ნახევარფინალში კი ცხინვალში დაბადებულ, ჯერ რუსეის, ამჟამად კი აზერბაიჯანის სახელის მოასპარეზე არსენი ჯიოევთან 1:9 დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გამარჯვებულთან იჭიდავებს.

არსენი ჯიოევის მეტოქე ფინალში ლეგენდარული ამერიკელი, 35 ვწლის  კაილ დეიკი იქნება. ამერიკელი 2018 და 2019 წლებში 79 კგ წონაში იყო მსოფლიო ჩემპიონი, 2021 და 2022 წლებში კი 74 კგ წონაში. 2020 წლის ტოკიოს და 2024 წლის პარის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი კაილ დეიკი მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ოქროს მედლის მოპოვებას ამჟამად 86 კგ წონაში შეეცდება.

ამავე წონაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის რეპაშაჟის გამარჯვებულთან რუსი იბრაგიმ კადიევი იჭიდავებს.

61 კგ წონაში გიორგი ღონიაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში ბრაზილიელ როჟერ ემერსონ დოს სანტუს რამალიეტს 10:0 მოუგო,  მერვედფინალში კი გერმანელ ჰორსტ ლერთან დამარცხდა. ეს უკუნასკნელი მეოთხედფინალში ყაზახმა ასილ აიტიკინმა დაამარცხა და გიორგი ღონიაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა.

ამ წონითი კატეგორიის ფინალში რუსი (დაღესტნელი) ზაურ უგაევი ირანელ აჰმად მასუდ მოჰამადნეჟადჯავანისთან იჭიდავებს.

70 კგ წონის მერვედფინალში აკაკი ქემერტელიძე 0:11 დამარცხდა იაპონელ იუმა ტომიოიამასთან.  იაპონელს მეოთხედფინალში რუსმა (დღაესტნელმა) იბრაგიმ იბრაგიმოვმა 5:0 სძლია და აკაკი ქემერტელიძეს რეწპეშაჟში ასპარეზობის შანსი წაერთვა. 

ამ წონითი კატეგორიის ფინალში იჭიდავებენ იბრაგიმ იბრაგიმოვი და ყირგიზი ერნაზარ აქმატალიევი.

125 კგ წონაში ალექსანდრე აბრამიშვილი საკვალიფიკაციო წრეში 0:10 დამარცხდა მასპინძელ ედიგე კასიმბეკთან, ეს უკანასკნელი კი მერვედფინალში მონღოლმა ჰაქან ბიუიუქჩინგლმა 11:1 დაამარცხა.

ამ წონითი კატეგორიის ფინალში რუსი (დაღესტნელი) აბდულა ყურბანოვი და ირანელი სამგზის მსოფლიო, ტოკიოს ოლიმპიური ამაშების ბრინჯაოს და პარიზის ოლიმპიური თამაშები ვერცხლის მედლის მფლობელი ამირ ჰოსეინ აბას ზარე იჭიდავებენ. 

აბდულა ყურბანოვმა ნახევარფინალში პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი და გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზარესთან დამარცხებულ გიორგი მეშვილდიშვილს (აზერბაიჯანი) 5:0 სძლია, ირანელმა კი ამერიკელი უაით ეივერი ჰენდრიქსონი 10:0 დაამარცხა.

მასალა ბოლოს 22:55 საათზე განახლდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ