გულშემატკივარს ვპირდებით, რომ დარჩენილ მატჩებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებებით გავახაროთ, - ამის შესახებ ეროვნული გუნდის კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩის შემდეგ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ერთი ვარჯიში გვქონდა. თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ უკრაინასთან ჩატარებული პირველი ტაიმი იყო.

გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდი, რომ დღეს მიზანს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ მათ მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და ვპირდებით, დარჩენილ მატჩებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებებით გავახაროთ“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხალიამ.