ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ნეაპოლში მისთვის შერქმეულ ზედმეტ სახელზე ისაუბრა:

„ნეაპოლში როცა გადავედი, ქუჩაში კვარადონას მეძახდნენ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ფეხბურთის GOAT-ს გადარებენ. ნეაპოლში მარადონა როგორც ღმერთი იყო, ყველა ოჯახში მისი სურათი აქვთ. სასიამოვნოა, მაგრამ შენ არ შეგიძლია შეადარო ვინმე მარადონას, ის იყო ისტორიაში საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო. კი, ამაყი ვარ, მაგრამ რთულია, როცა გეძახიან კვარადონას, ყველა მატჩში უნდა დაამტკიცო, რომ მართლა კვარადონა ხარ. რთულია, მაგრამ ბედნიერი ვარ“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.