საფრანგეთის ლიგა 1-ში 26-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „ნანტი“ 3:0 დაამარცხა და „ლანსთან“ 4-ქულიანი სხვაობა აღადგინა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ ანდვეს თერთმეტმეტრიანის დარტყმა და მან შანსი გამოიყენა. კიდევ ერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ 50-ე წუთზე გაიტანა და ახლა მას ჩემპიონატში 7 გოლი აქვს გატანილი.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 9,0), რომელიც ლუის ენრიკემ 65-ე მინდვრიდან გაიყვანა,  მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ნანტი“ 3:0(2:0)
გოლები: 13' ხვიჩა კვარაცხელია, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 37' დეზირე დუე 2:0, 50' ხვიჩა კვარაცხელია 3:0